23, თებერვალი 2017 14:04:00
დასაქმების სააგენტოს თანამშრომლებს ეფექტური მომსახურების უნარებზე ტრენინგები უტარდებათ. მომხმარებელთა ტიპები, ურთიერთობისა და კონფლიქტების მართვა-საკითხებზე სააგენტოს თანამშრომლები ერთი კვირის ფარგლებში გადამზადდებიან. ტრენინგი აჭარის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას "საქართველოს პროფესიული განვითარების" ცენტრი ატარებს.