ორშაბათი 19, აგვისტო 2019

ენმ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

28, ივლისი 2018 20:36:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას და მერიას  კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება რუსთაველის ქუჩა 51-ში მიმდინარე მშენებლობას. ოპოზიციის მტკიცებით, კომპანია  ,,ალიანს ფრივილიჯ“-მა მშენებლობის ნებართვის და  სამუშაოების დაწყების ვადები გადააცილა, თუმცა შესაბამისი ჯარიმები არ გადაუხდია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასევე აცხადებენ, რომ კომპანიას ვალდებულება ჰქონდა კა2 კოეფიციენტის გაზრდისთვის ბიუჯეტში თანხა ჩაერიცხა, თუმცა არც ეს ვალდებულება შეუსრულებია. ნოდარ დუმბაძეს კონკრეტული სახელი გვარებიც მოჰყავს და ამბობს, რომ თანხა რომელიც მერიის ბიუჯეტში უნდა შესულიყო, ამ ადამიანებმა რეგიონის ხელმძღვანელობის დახმარებით მიითვისეს. განმარტებები გაკეთდა მშენებელ კომპანიაში. ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაში კი  ბრალდებას არ უპასუხეს.  


დღის ამბები