28, ივლისი 2018 20:08:00
წყავროკა-სატეხიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. საფარი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე, ქობულეთში, 30კმ-მდე ასფალტობეტონის საფარის და 8 700 კუბური მეტრი ბეტონის მოწყობა იგეგმება, ასევე 8 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის 18 მლნ 224 785 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.