შაბათი 21, სექტემბერი 2019

საზაფხულო სკოლა ბსუ-ში

28, ივლისი 2018 20:05:00

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა დასრულდა. „საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე და მისი პრიორიტეტები“ - სწორედ ეს თემა იყო საჯარო ლექციების ძირითადი მიმართულება. სალექციო კურსი სტუდენტებს მოწვეულმა ელჩებმა და მკვლევარებმა ჩაუტარეს. სამი დღის განმავლობაში სტუდენტებთან კიდევ რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის თანამედროვე ქართული  დიპლომატიის ისტორია, საქართველოს ინტეგრაციის პროცესები ევროატლანტიკურ სივრცეში, გამოწვევები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით და სხვა.


დღის ამბები