30, ივლისი 2018 20:08:00
საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეების კონსტიტუიური სარჩელის გამწესრიგებელი სხდომა გაიმართა. მოსარჩელე მხარე სადაოდ ხდის იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების ცნობა ეკრძალება. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული ზღუდავს საკუთრების შეძენისა და მემკვიდრეობით მიღების უფლებას. მოსარჩელეების მტკიცებით, ისინი წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, მათ სურთ, დაირეგისტრირონ მემკვიდრეობით უკვე მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.