30, ივლისი 2018 20:05:00
დღეს ბათუმში ''ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ'' კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება. კონსულტაციების ფორმატში წინადადებებსა და შენიშვნებს მოისმენენ. ორგანიზატორების განცხადებით, ახალი კანონი მიზნად ისახავს სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის სასპორტო განათლებას, ინფრასტრქუტურის და სპორტული მედიცინის განვითარებას.