31, ივლისი 2018 20:04:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებას ითვალისწინებს. დაფინანსება გაიცემა მაღალმთიანი აჭარიდან ჩარიცხული სტუდენტებზე ასევე, დედით ან მამით ობოლ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სოციალურად დაუცველზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ სამინისტროში მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. პროგრამა 100 ახალი სტუდენტის დაფინანსებას ითვალისწინებს.