01, აგვისტო 2018 20:09:00
დღეიდან მუნიციპალური სერვისების სააგენტო მონიტორინგის პარალელურად კანონდამრღვევების დაჯარიმების ფუნქციასაც შეითავსებს. სააგენტოს მოქალაქეების მიერ ტროტუარის უკანონოდ ათვისების, სამშენებლო სამუშაოების დარღვევისთვის და უკანონო გარევაჭრობისათვის ჯარიმის დაწერის უფლება მიენიჭა. სპეციალიტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგილზევე შეადგენენ. მუნიციპალური მონიტორინგის 28 და ხმის დონის მონიტორის განყოფილების 16 თანამშრომელი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ.