23, თებერვალი 2017 20:51:00
დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ბრალდებულის საქმეს აჭარის უამღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი გამოეხმაურა. მედეა ვასაძე ამბობს, რომ შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის საქმიანობის მიმართ მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა, რის გამოც მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აცნობა. ვასაძის ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძე პარალელურ რეჟიმში სამინისტროს ოთხ შპს-ეს ხელმძღვანელობდა და მას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მამა ლობირებს. ვასაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას სამინისტროს აკისრებს. საკითხზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კომენტარი არ კეთდება. შპს-ეს დირექტორ ირაკლი ცეცხლაძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისებას ედავება. არაოფიციალური ინფორმაციით ეს თანხა 5 მილიონი ლარია, რომელიც ცეცხლაურში დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა.