02, აგვისტო 2018 20:03:00
ცუგა - ძაღლი, რომელიც ყოველდღიურად 15 კილომეტს წყლის გავლით რამდენჯერმე გადის და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ჯომარდობის ინსტრუქტორებთან ერთად დრო გაატაროს. ოთხფეხა ცხოველი დაბა მახუნცეთში, მწვრთნელებს რამდენიმე თვეა მიეკედლა და ახლა მათ გარეშე არსად მიდის. სწორედ ამ მეგობრობის დამსახურებით ძაღლი ყოველღიურად, დილაადრიან ინსტრუქტორებთან მიდის და გასაბერ ნავს ცურვით მიყვება. დაღლის შემთხვევაში კი მოტივტივე ნავზე ადის და ტურისტებთან ერთად მოგზაურობს.