06, აგვისტო 2018 20:04:00
ბათუმში არსებული კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბაქოს ქუჩაზე განთავსებული ბინის სახურავი გამოიცვალა. პროექტი ამხანაგობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მიერ ქალაქში სულ 6 კორპუსის სახურავის რეაბილიტირება იგეგმება, რისთვისაც საერთო ჯამში 186 000 ლარი დაიხარჯება.