08, აგვისტო 2018 20:05:00
ქობულეთში, ბუნგალო ,,ჰავანაში“ დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. შემთხევის შედეგად, კონსტრუქცია მთლინად დაიწვა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 05: 17 წუთზე შევიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე დილიდან მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 - ე მუხლით დაიწყო,რაც ნივთის გაუფრთხილებლად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.