09, აგვისტო 2018 20:10:00
რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია ,,(S)hero(es)” გაიმართა. სახელმძღვანელოს მთავარი გმირები ქალები არიან, რომლებიც 2008 წლის ომის თვითმხილველები იყვნენ. ფოტო-წიგნი ავტორმა სალომე ბენიძემ და ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ წარადგინეს. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია.