13, აგვისტო 2018 20:09:00
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვა გრძელდება. ბათუმის მერიაში ამ დრომდე 50 მოქალაქის განცხადებაა შესული. მათი ძირითადი ნაწილი ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლები არიან. უწყების განმარტებით, განცხადებების მიღება და შესწავლა კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება განხილვა.