13, აგვისტო 2018 20:07:00
შსს-ს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდებისთვის მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა. გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელსაც ფინანსურ საკითხზე დავა ჰქონდა, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, მიმართა თურქეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდ თენგიზ ხოფერიას, რათა სადავო საკითხი ქურდული გარჩევის გზით მოეგვარებინა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე , 7-10 წლამდე და 9-დან 15 წლამდე.