14, აგვისტო 2018 20:05:00
ნურიგელის ტბაში არსებული აერაციის დანადგარების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მყვინთავები წყალქვეშა მექანიზმს მიკრული ხავსისა და შლამისგან გაასუფთავებენ. დანადგარებზე აერაციის სისტემის გამართული მუშაობა ნურის ტბის ჟანგბადით გამდიდრებას უზრუნველყოფს. ტბაში სულ 10 აერაციის აგრეგატია განთავსებული.