16, აგვისტო 2018 20:07:00
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უკრაინის რესპუბლიკის ვინიცის ოლქის ბიზნესმენთა კლუბის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრას ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტექსტილის სექტორში მომუშავე უკრაინული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემო გააცნეს. მხარეებმა ისაუბრეს ორი რეგიონის ბიზნეს ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებზე. შეხვედრის შემდეგ ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართა.