24, თებერვალი 2017 17:25:00
ხელვაჩაურის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა მესამე ინსტანციის სასამართლო პროცესიც მოიგო. შედეგად გამგეობას გულნაზ ღლონტის სამსახურში აღდგენა დ ნაცდურის ანაზღაურება დაევალა. გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს ღლონტი და სამსახურში გასასვლელად ემზადება. სასამართლოს გადაწყვეტილება მას უკვე ჩაბარდა. 2015 წლის იანვრიდან გულზან ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობიდან მაშინ გაათავისუფლეს, როცა იგი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. ღლონტი სოფელ განთიადში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობდა. როგორ აფასებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ? კითხვაზე პასუხს უწყებიდან ამ დრომდე ველოდებით.