24, თებერვალი 2017 17:21:00
რამდენად გამართულად მუშაობს აჭარის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები? საკითხს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ სწავლობს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ხელვაჩაურისა და ხულოს გამგეობის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებს საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ. კვლევის პერიოდში ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი არ ფუნციონირებდა. ირკვევა, რომ ქობულეთის გამგეობის ვებგვერდზე მითითებული ცხელი ხაზის ნომერზე არავინ პასუხობს. არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა, რომ ხელვაჩაურის, ქობულეთის და შუახევის მუნიციპალიტეტები სიახლეებს ყოველდღიურად აქვეყნებენ, ამ მხრივ კი ყველაზე აქტიური ხულოს გამგეობის პრესცენტრია. თემაზე მუნიციპალიტეტების პოზიციებს „მაცნეს“ მთავარ გამშვებაში შემოგთავაზებთ.