29, აგვისტო 2018 20:40:00
ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 60 დღე რჩება. აღნიშნულ პერიოდში საარჩევნოდ უნდა მომზადდეს ადმინისტრაციები. დღეიდან საარჩევნო მოხელეებს სამუშაო საათებში აგიტაცია ეკრძალებათ. აგიტაციისა და შეხვედრებისთვის უფლება ოფიციალურად ეხსნებათ პოლიტიკურ სუბიექტებსა და პარტიებს. ასევე შეზღუდვები ამოქმედდა საბიუჯეტო თანხების ცვლილებებთან დაკავშირებითაც.