04, სექტემბერი 2018 20:12:00
დღესვე, ბიუროს სხდომაზე აჭარაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსად კახაბერ კირტავას დანიშვნის საკითხიც განიხილეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით საკითხს მომდევნო პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. საკითხს მხარი არ დაუჭირა დავით ბაციკაძემ. ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარა“-ს თავმჯდომარემ მიზეზად რამდენიმე გარემოება დაასახელა. სხდომაზე ასევე ცნობად მიიღეს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშიც. გიორგი რომანაძის თქმით საფინანსო დოკუმენტის შესრულებამ 6 თვეში 95 % შეადგინა.