04, სექტემბერი 2018 20:08:00
არჩევნების გაყალბების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიები "ქართული ოცნების" აქტივისტებით კომპლექტდება, განცხადება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთდა. ირმა ხოროიშვილმა შესაბამისი ვიდეომასალა წარადგინა. მისი განცხადებით, ეს არის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაზე გავლენის მოხდენა. ოპოზიციური პარტიის წევრმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფაქტით დაინტერესკენ და დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს. თემასთან დაკავშირებით პარტია „ქართულ ოცნებაში“ კომენტარი არ გაკეთდა.