04, სექტემბერი 2018 20:07:00
სამართალდამცველებმა ბათუმში ყოფილი სიძის დაჭრაში ბრალებული პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი სიძე, დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.