04, სექტემბერი 2018 20:05:00
ბათუმში გოგოლის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება. მერიის ინფორმაციით,მოძრაობის შეზღუდვა კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას უკავშირდება. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით – მაიაკოვსკის, ნონეშვილისა და შინდისის ქუჩების გავლით და პირიქით. აღნიშნულ ქუჩაზე ხორციელდება წყალარინების მილის მოწყობა, რომლის საშუალებითაც თამარისა და ბარცხანის დასახლების წყალარინების ქსელი დაუკავშირდება ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას სატუმბი სადგურების გავლით.