04, სექტემბერი 2018 20:04:00
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. პრეზენტაცა აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმი რაფტორ ქაუნთი“-ს მოღვაწეობასა და რეგიონის, როგორც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილის პოპულარიზაციას დაეთმო. ფესტივალის ფარგლებში 8 სექტემბრამდე დაგეგმილია გასვლითი გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე.