04, სექტემბერი 2018 20:02:00
სახალხო დღესასწაული „კოლხობა 2018“ აჭარაში ეწელს 8 სექტემბერს გაიმართება. სამზადისი უკვე დაწყებულია. ლოკაცია უცვლელია. კოლხობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ტრადიციულად, ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფსა და გონიოში ჩატარდება და მასში როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.კოლხობის დღესასწაულისთვის ხელვაჩაურის მერიას წელს 7 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ კოლხობის დღეს ძველად „ქვაომხაზობის“ სახელით იცნობდნენ და ის 1978 წლიდან აღინიშნებოდა.