25, თებერვალი 2017 20:23:00
სოფელ კაპრეშუმში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ორსართულიანი შენობა აშენდება, რომელიც ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. სკოლა ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული იქნება. დაწესებულება 300 მოსაწავლეზეა გათვლილი. მშენებლობისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან 911 002 ლარი გამოიყო. სკოლა სოციალური სახლის მიმდებარედ შენდება. კაპრეშუმის სკოლის ძველ კორპუსში 91 მოსწავლე სწავლობს.