05, სექტემბერი 2018 20:40:00
5 ოქტომბრამდე, გოგოლის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე სამუშაოები მიმდინარეობს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელია შემოვლითი გზით, მაიაკოვსკის, ნონეშვილისა და შინდისის ქუჩების გავლით და პირიქით. აღნიშნული შეზღუდვა მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება. გოგოლის ქუჩაზე ასევე ხორციელდება წყალარინების საწნევო მილის მოწყობა, რომლის საშუალებითაც თამარისა და ბარცხანის დასახლების წყალარინების ქსელი დაუკავშირდება ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას სატუმბი სადგურების გავლით.