06, სექტემბერი 2018 20:39:00
მონადირეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციებს განაგრძობენ. ისინი დღეს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ რეგიონის პირველი პირისთვის მათი უცვლელი მოთხოვნა გაეცნოთ.აქციის მონაწილეები გონიოს პოლიგონზე ნადირობის ნებართვას ითხოვენ. მონადირეებს მთავრობის ადმინისტრაციიდან არავინ შეხვდა, მოგვიანებით კი თორნიკე რიჟვაძემ მათ მოთხოვნებს სატელევიზიო კომენტარით უპასუხა.