06, სექტემბერი 2018 20:38:00
ქობულეთელი ფერმერები, რომლებსაც მოსავალი ფაროსანამ გაუნადგურა, დღეს მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი კომპენსაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი განაცხადეს, რომ თორნიკე რიჟვაძემ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ისევ უარი თქვა. საკითხზე აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გაკეთდა.