10, სექტემბერი 2018 20:12:00
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის აქტიურად ემზადება. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, საარჩევნო უბნების ქართული ოცნების აქტივისტებით დაკომპლექტება იგეგმება. გია აბულაძის განცხადებით მუნიციპალიტეტების მერებთან შეთანხმებით შედგა აქტივისტების სია, რომელიც დასამტკიცებლად საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეგზავნა. ოპოზიცია საუბნო საარჩევნო კომისიასა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ფაქტზე რეაგირებისა და შესწავლისკენ მოუწოდებს. ბრალდებას დღეს არ უპასუხეს საუბნო საარჩევნო კომისიაში, პირად საუბარში კი - აბსურდი უწოდეს.