11, სექტემბერი 2018 20:10:00
ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე სათათბირო ორგანოს წევრებმა მხარი კახაბერ გუჩმანიძეს დაუჭირეს. ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქალაქში არაერთი პრობლემაა, მათ შორის ეკოლოგიის, ნარჩენების მართვის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და არსებული გამოწვევების დასაძლევად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაზე იმუშავებენ. კახაბერ გუჩმანიძე სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელად ორი წლის ვადით არის არჩეული. შეგახსენებთ, რომ იგი საერთაშორისო ორგანიზაცია CENN- ის კოორდინატორიაა აჭარის რეგიონში.