შაბათი 22, სექტემბერი 2018

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

13, სექტემბერი 2018 20:12:00

ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობა კვლავ კორუფციის ნიშნებზე საუბრობს.  საქმე ეხება ახალ ბულვარში, კომპანია ,,ანაგის“ მიერ მშენებარე მრავალბინიან კორპუსს. გელა დეკანაძის თქმით, კომპანიას ტერიტორიაზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ამ დრომდე უნდა დაესრულებინა, თუმცა ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიუხედავად , კომპანია არ დაჯარიმებულა, რაც მისივე თქმით, კორუფციის ეჭვებს აჩენს. კომპანიის ვებ გვერდზე მითითებულ ნომერზე დღეს დაკავშირება ვერ შევძელით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კომპანიას სამინისტროსთან არანაირი ვალდებულება არ გაჩნია.