13, სექტემბერი 2018 20:07:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2019 წლის პრიორიტეტები განიხილეს. ისაუბრეს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე კულტურის სფეროს განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. აჭარის განათლების სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი მილიონ 905 ათას 900 ლარით გაიზრდება.