14, სექტემბერი 2018 20:15:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტი 746 ათასი ლარით მცირდება. ჯამში უწყების ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონი ლარით განისაზღვრა. 100 ათასი ლარით მცირდება თანხა დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარების კომპონენტში. 935 ათას 100 ლარით შემცირდა კურორტების მართვა. ამის საპირისპიროდ კი მილიონ 842 ათასი ლარი დაიხარჯება რეგიონში სერვისებისა და ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის. მომავალი წლისთვის ასევე პრიორიტეტად რჩება აჭარის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაცია და სამიზნე ქვეყნებში რეკლამირება. 2019 წლის ფინანსური დოკუმენტი დღეს მესამე სექტორისა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს.