17, სექტემბერი 2018 20:09:00
აჭარაში, კიდევ ერთი ახალი სკოლა ქედაში გაიხსნა. შენობა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში აშენდა, რისთვისაც 440,000 აშშ დოლარი გამოყო. სარემონტო სამუშაოები აშშ-ის ინჟინერთა კორპუსის მიერ შიდა ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ განახორციელა. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა ძენწმანის საჯარო სკოლა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით და დამონტაჟდა გათბობის თანამედროვე სისტემა. სკოლაში 22 პედაგოგია დასაქმებული. დაწესებულებაში 48 მოსწავლე ირიცხება, მათგან 4 კი პირველკლასელია. ქედაში სულ 29 საჯარო სკოლაა. შესაბამისი ინფორმაცია და ვიდეომასალა აჭარის მთავრობის პრესცენტრმა მოგვაწოდა.