17, სექტემბერი 2018 20:06:00
ბათუმში, რეაბილიტირებულ სანიღვრე და წყალარინების ცენტრალურ ქსელზე, აბონენტების ინდვიდუალურად დაერთება განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო მასალებს, ტენდერში გამარჯვებული სომხურ-გერმანული ერთობლივი საწარმო -„არაზენი“ 2 თვის განმავლობაში შეიძენს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 624 ათას ევროს შეადგენს. თანხა ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საგრანტო ფონდიდან გამოიყო.