17, სექტემბერი 2018 20:05:00
სახელმწიფო და კერძო კოლეჯების, ასევე ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა პროფესიული კვალიფიკაციების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ისაუბრეს ბიზნეს-სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე და სფეროს საჭიროებებზეც. შეგახსენებთ, პროექტის მიხედვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეიქმნა დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაციაა.