21, სექტემბერი 2018 20:08:00
Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა. ფესტივალში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მონაწილეობს. საქართველოში რეკლამის ფესტივალი მეოთხედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ დაესწრონ სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ტენდენციების შესახებ. მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას მსოფლიოში წამყვანი სპიკერები გაუზიარებენ. ფესტივალის ჟიური ხვალ, საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილი იქნება 700-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც 10 კატეგორიაში გადანაწილდება. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან.