27, სექტემბერი 2018 14:04:00
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის „ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ ფარგლებში ბენეფიციარებისათვის ტრენინგები მიმდინარეობს. მასში ის ბენეფიციარები მონაწილეობენ, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი გადალახეს. მსმენელები ბიზნეს გეგმების შედგენას შეისწავლიან. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ პროგრამის მეორე ეტაპის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბიზნეს გეგმების წარდგენა 24 სექტემბრს დაიწყო და 5 ოქტომბრს დასრულდება. შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის „ქალთა ოთახში“ მიმდინარეობს.