27, სექტემბერი 2018 14:10:00
მედეა ვასაძე ხელისუფლებას საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. როგორც ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრებში სკოლების პედაგოგები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ. მისი მტკიცებით, რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა საჯარო სკოლების დირექტორებს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე დასასწრებად მასწავლებლების მობილიზება მოსთხოვეს. ,,გაერთიანებული ოპოზიცია“ უწყებათაშორის კომისიას და აჭარის მთავრობას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. აჭარის მთავრობას ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.