01, ოქტომბერი 2018 20:02:00
დღეიდან პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი სანქცირებადი გახდა. აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები პოლიეთილენის გამოყენება. რეგულაციის მიხედვით სანქციები 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. პოლიეთილენის პარკების სხვა პროდუქციით ჩანაცვლების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო. რას შეუწყობს ხელს ინიციატივა, არიან თუ არა კომპანიები მზად სიახლისთვის და რა გზებით განხორციელდება რეგულაციის ამოქმედება ?