03, ოქტომბერი 2018 20:03:00
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ შეკრებებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების მორიგი სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს გაიმართა. მომდევნო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე კი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მოსამართლემ ბადრი ქობულაძის, რამაზ კომახიძის და ზვიად შავლიძის სარჩელი განიხილა.