08, ოქტომბერი 2018 14:10:00
ლიტერატურულ მარათონში გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგები დაჯილდოვეს. რეგიონის მასშტაბით შერჩეულ წარმატებულ და ღვაწლმოსილ 32 მასწავლებელს, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფულადი ჯილდო და მისალოცი ბარათები გადასცა. შეხვედრა მასწავლებელთა კვირეულთან დაკავშირებით გაიმართა.