30, დეკემბერი 2016 08:09:00
სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" წინააღმდეგ აქციებს განაგრძობს. მოსახლეობამ კომპანიის ტექნიკას ცენტრალური მაგისტრალი კვლავ გადაუკეტა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ სოფელში ცხოვრება საფრთხის შემცველია, რაც გვირაბის მშენებლობითაა გამოწვეული. მოქალაქეები ტერიტორიიდან განსახლებას ან კონპენსაციას ითხოვენ. მათი განცხადებით, თუკი ხელისუფლება მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ახალ წელს ღია ცის ქვეშ შეხვდებიან. ყინჩაურში დღეს იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი. ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება, თუმცა კომპანიასთან შუამდგომლობას ადგილობრივებს კიდევ ერთხელ გაუწევს. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ კომპანია ,,აჭარისყალი ჯორჯიაში".