09, ოქტომბერი 2018 20:01:00
ოჯახი მაჭახლისპირიდან, რომელიც გაუსაძლის პირობებში ცხოვროს. იმის გამო, რომ წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორია ვერ დაიკანონეს, წულუკიძეებს სხვა საშუალება არ დარჩათ- საცხოვრებლად სამხედრო ბაზის ყოფილ შენობაში შევიდნენ. ხანდაზმულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. რა პასუხი აქვს სახელმწიფოს?
იუსუფ წულუკიძე, ახლა, ნანგრევებად ქცეული სახლის ისტორიას გვიყვება, სადაც მისი ბაბუა წლების მანძილზე ცხოვრობდა. ამბობს, რომ 1949 წელს ამ საცხოვრებლიდან მისი ოთხი წინაპარი გაასახლეს. იუსუფი მემკვიდრეობით დატოვებულ ტერიტორიაზე 22 წლის წინ დაბრუნდა და ფართობის დაკანონებას ცდილობს, ამბობს, რომ საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს.
იუსუფ წულუკიძე სამხედრო ბაზის ყოფილ შენობაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობენ, რომ ყოფნა აუტანელ პირობებში უწევთ . ნესტის გამო გაუსაძლისი სუნია. მათი შემოსავალი 200 ლარიანი პენსიაა, რაც ხშირ შემთხვევაში მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნით.
ხელვაჩაურის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ირწმუნებიან, რომ ისუფ წულუკიძე ტერიტორიაზე თვითნებურად დასახლდა.
რა მიზეზით ეთქვათ უარი სოციალურ დახმარებაზე წულუკიძეების ოჯახს და რა ბედი ელით მათ, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.
წულუკიძეების ოჯახი, სამხედრო ბაზის ყოფილ შენობაში უკვე 22 წელია ცხოვრობს. ისინი ხელისუფლებისან წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორიის დაკანონებაში დახმარებას ითხოვენ.