10, ოქტომბერი 2018 17:03:00
პაატა შავაძე აცხადებს, რომ ბრალდებული ბეჟან დეკანაძის ინტერესები ირღვევა. ადვოკატის ინფორმაციით, დეკანაძეს ოჯახთან მიმოწერის საშუალება არ ეძელევა. მას ასევე პაემნის უფლებაც შეუზღუდეს. შავაძის თქმით, არაერთხელ მიმართეს ქუთაისი მეორე პენიტენციურ დაწესებულების ხელმძღვანელს, თუმცა პასუხობენ, გადაწყვეტილება პროკურორმა უნდა მიიღო. პაატა შავაძე იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ბეჟან დეკანაძეს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აქვს წაყენებული.