ორშაბათი 22, ოქტომბერი 2018

პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

11, ოქტომბერი 2018 14:04:00

სამართალდამცველებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი  დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი დააკავეს.

ავტორი(ები)

110

დღის ამბები