ოთხშაბათი 12, დეკემბერი 2018

ბათუმის საკრებულოში ,,ღია კარის სხდომა“ ჩატარდება

11, ოქტომბერი 2018 15:47:00

19 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოში ,,ღია კარის სხდომა“ ჩატარდება. შესაბამისი ბრძანება, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ დღეს გამოსცა. 

სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ფარგლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა განცხადებით საკრებულოს აპარატს, სხდომის გამართვამდე 2 დღით ადრე უნდა მიმართოს. სხდომაზე, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თავიანთი წინადადებები და პრობლემური საკითხები ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნონ.
„ღია კარის“ სხდომის ფორმატის მიხედვთ, მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. მისთვის  კითხვის დასმის უფლება  მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს აქვს, ისიც საკითხის დაზუსტების მიზნით.სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დასმული საკითხები  სხდომის ოქმში აღირიცხება და  საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას წარედგინება. განხილვის შემდეგ კი წარდგენილი საკითხების საკითხების შესაბამისი კომისიისთვის, ან/და მერისთვის განსახილველად გადაცემის შესახებ, გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ღია კარის“ სხდომა, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი კომპონენტია.
სხდომა  ბათუმში, ლ. ასათიანის 25-ში, საკრებულოს  სხდომათა დარბაზში, 11 საათზე გაიმართება. 

ავტორი(ები)

231