12, ოქტომბერი 2018 20:01:00
რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. სოფლის მეუნრეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ცენტრი არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციას ხელს შეუწყობს. მომუშავე ჯგუფი ასევე, ჩართული იქნება სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესშიც. იმუშავებს ცხელი ხაზიც, რომლის ნომერია 15 01, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლება. საწარმოები წელს სავარაუდოდ, 30 000-ტონაზე მეტი ციტრუსის მიღებას შეძლებენ.